ნონა

среда, 16 января 2019 г.

დავით აღმაშენებელი

ჩემ შესახებ


ნონას ბლოგი

მე ვარ ნონა ჭელიშვილი, სსიპ წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  სოფელ გეგუთის  N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.  მიყვარს  ჩემი პროფესია და ვცდილობ ვაკეთო ის, რაც  ხელს შემიწყობს განვითარებასა და წინსვლაში. ბლოგზე თქვენ იხილავთ ჩემ მიერ შექმნილ რესურსებს, თემატურ გეგმებს, სასწავლო ტესტებს, ვიქტორინებს...ვფიქრობ მოგეწონებათ და კომენტარებს არ დაიშურებთ.


ბლოგის მიზანი

ჩემი, როგორც მასწავლებლის საქმიანობის აღწერა.

პედაგოგიური საქმიანობის გაზიარება კოლეგებისათვის.

სხვადასხვა სასწავლო აქტივობების  წარდგენა.


ჩემთვის ძალიან საინტერესოა ბლოგის სტუმრების უკუკავშირი, გთხოვთ შეავსოთ


ბლოგის შევსების კითხვარი

вторник, 15 января 2019 г.

"სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის" პროგრამისფარგლებში განხორციელებული პროექტი
მიმართულება: ინტელექტუალურ – შემეცნებითი
ქვემიმართულება: „სამოქალაქო განათლების კლუბი-აქტიური მოქალაქე“


   პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა გააცნობიერეს რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე. 
მიზნის  შესაბამისად წარმატებით განვახორციელეთ ყველა აქტივობა
 მოსწავლეებს  აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო ცოდნა, უნარ- ჩვევები  და დამოკიდებულებები  ჩამოუყალიბდათ. ამაღლდა  მათი სამოქალაქო ცნობიერება და მოხდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის  ხელშეწყობა.






























პროექტის მიმდინარეობისას ყველა კომპონენტი, ყველა აქტივობა  იწვევდა ინტერესს და მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული მუშაობაში.   ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა  პრაქტიკული მუშაობა. თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები თავიანთი ინიციატივის განხორციელებას იწყებდნენ და  გრძნობდნენ რა, რომ ეს იყო მათი „იდეა“ (პირმშო) მიჰყვებოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ.  საინტერესო იყო აქტივობები: სკოლა ჩემი სახლია– „დასუფთავების“ აქცია, „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია“- ანა მხეიძის მოთხრობის „არჩევანი მე“ განხილვა,  „მოსწავლე-მასწავლებელი“,  „ სიკეთე გადამდებია“,  „თანატოლგანმანათლებლობა“, „ სკოლა და თემი“ და შექმნეს  ხელნაკეთი  (ხელნაწერი და ილუსტრირებული) წიგნი -„ჩემი გეგუთი“ და სხვა...

пятница, 16 октября 2009 г.

"თითოეული გოჯი მიწა გვტკივა"

პროექტის სახელი: ხანძთა ოდესღაც ჩვენი სალოცავი იყო
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ ხანძთის ისტორიას და დღევანდელობას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ხანძთის ისტორიას. მის გეოგრაფიულ მდებარეობას. განიხილავენ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობას. მოიძიებენ მასალებს სხვადასხვა გზებით: ისტის გამოყენებით, წიგნებიდან, პრესის საშუალებით. მოახდენენ კვლევა-ძიებას ისტორიის, გეოგრაფიის, ლიტერატურის და რელიგიის სფეროში. გამოუშვებენ კედლის გაზეთს: "თითოეული გოჯი მიწა გვტკივა". მოპოვებული ფოტომასალით მოაწყობენ გამოფენას.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წ.
კლასი: X
ვადები/ხანგრძლივობა: 12. 10. 2009 - 10. 12. 2009
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება, რუკების წაკითხვა,
ფოტო მასალების გამოფენა, დისკუსია, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: გამოუმუშავდებათ დაკვირვების, კვლევის უნარი. შეძლებენ ისტის საშუალებით ინფორმაციის მოძიებას. ისტორიული ძეგლის გაცნობით გაფართოვდება მათი ცოდნის არეალი. გამოუმუშავდებათ სიძნელეების დაძლევის უნარი. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. ხელს შეუწყობთ ისტორიის ცოდნის განმტკიცებაში, მოახდენენ ცოდნის რეალიზებას.
სარგებელი სხვებისთვის: ხანძთის ისტორიის მასალებს გაეცნობიან სხვა კლასების მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. გაიზრდება მოსწავლეების დაინტერესება ისტორიით.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
ისტორია - საშუალება ექნებათ მოძიებული მასალით უფრო ახლოს გაეცნონ ჩვენი ქვეყნის კულტურულ წარსულს. შეაფასონ ისტორიული ძეგლის მნიშვნელობა.
გეოგრაფია - გაეცნობიან ხანძთის გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებას. გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს.
ქართული - გააანალიზებენ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის მნიშვნელობას, გაეცნობიან თქმულებებს და ამ მხარის ადათ-წესებს.
რელიგია - გაიხსენებენ ქრისტიანობის გავრცელების გზას და შეაფასებენ ხანძთელის როლს რელიგიის განმტკიცების საქმეში.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნონა ჭელიშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: chelouli88@gmail.com