пятница, 16 октября 2009 г.

"თითოეული გოჯი მიწა გვტკივა"

პროექტის სახელი: ხანძთა ოდესღაც ჩვენი სალოცავი იყო
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ ხანძთის ისტორიას და დღევანდელობას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ხანძთის ისტორიას. მის გეოგრაფიულ მდებარეობას. განიხილავენ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობას. მოიძიებენ მასალებს სხვადასხვა გზებით: ისტის გამოყენებით, წიგნებიდან, პრესის საშუალებით. მოახდენენ კვლევა-ძიებას ისტორიის, გეოგრაფიის, ლიტერატურის და რელიგიის სფეროში. გამოუშვებენ კედლის გაზეთს: "თითოეული გოჯი მიწა გვტკივა". მოპოვებული ფოტომასალით მოაწყობენ გამოფენას.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წ.
კლასი: X
ვადები/ხანგრძლივობა: 12. 10. 2009 - 10. 12. 2009
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება, რუკების წაკითხვა,
ფოტო მასალების გამოფენა, დისკუსია, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: გამოუმუშავდებათ დაკვირვების, კვლევის უნარი. შეძლებენ ისტის საშუალებით ინფორმაციის მოძიებას. ისტორიული ძეგლის გაცნობით გაფართოვდება მათი ცოდნის არეალი. გამოუმუშავდებათ სიძნელეების დაძლევის უნარი. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. ხელს შეუწყობთ ისტორიის ცოდნის განმტკიცებაში, მოახდენენ ცოდნის რეალიზებას.
სარგებელი სხვებისთვის: ხანძთის ისტორიის მასალებს გაეცნობიან სხვა კლასების მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. გაიზრდება მოსწავლეების დაინტერესება ისტორიით.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
ისტორია - საშუალება ექნებათ მოძიებული მასალით უფრო ახლოს გაეცნონ ჩვენი ქვეყნის კულტურულ წარსულს. შეაფასონ ისტორიული ძეგლის მნიშვნელობა.
გეოგრაფია - გაეცნობიან ხანძთის გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებას. გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს.
ქართული - გააანალიზებენ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის მნიშვნელობას, გაეცნობიან თქმულებებს და ამ მხარის ადათ-წესებს.
რელიგია - გაიხსენებენ ქრისტიანობის გავრცელების გზას და შეაფასებენ ხანძთელის როლს რელიგიის განმტკიცების საქმეში.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნონა ჭელიშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: chelouli88@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий