вторник, 15 января 2019 г.

"სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის" პროგრამისფარგლებში განხორციელებული პროექტი
მიმართულება: ინტელექტუალურ – შემეცნებითი
ქვემიმართულება: „სამოქალაქო განათლების კლუბი-აქტიური მოქალაქე“


   პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა გააცნობიერეს რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე. 
მიზნის  შესაბამისად წარმატებით განვახორციელეთ ყველა აქტივობა
 მოსწავლეებს  აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო ცოდნა, უნარ- ჩვევები  და დამოკიდებულებები  ჩამოუყალიბდათ. ამაღლდა  მათი სამოქალაქო ცნობიერება და მოხდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის  ხელშეწყობა.






























პროექტის მიმდინარეობისას ყველა კომპონენტი, ყველა აქტივობა  იწვევდა ინტერესს და მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული მუშაობაში.   ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა  პრაქტიკული მუშაობა. თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები თავიანთი ინიციატივის განხორციელებას იწყებდნენ და  გრძნობდნენ რა, რომ ეს იყო მათი „იდეა“ (პირმშო) მიჰყვებოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ.  საინტერესო იყო აქტივობები: სკოლა ჩემი სახლია– „დასუფთავების“ აქცია, „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია“- ანა მხეიძის მოთხრობის „არჩევანი მე“ განხილვა,  „მოსწავლე-მასწავლებელი“,  „ სიკეთე გადამდებია“,  „თანატოლგანმანათლებლობა“, „ სკოლა და თემი“ და შექმნეს  ხელნაკეთი  (ხელნაწერი და ილუსტრირებული) წიგნი -„ჩემი გეგუთი“ და სხვა...

Комментариев нет:

Отправить комментарий